ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა – საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი

18:03, 15.03.2026

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის განცხადება კვლავ გამოხმაურებების თემაა. კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი წინასწარ იყო მომზადებული, რადგან ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა ვიზიტიდან ორ სამუშაო დღეში მომზადდა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ექსპერტი წინასწარ შერჩეული და პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დასკვნასა და რეკომენდაციებს რეალობისგან აცდენილს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ მანამდე დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა და სპეციალური ბრიფინგიც დააანონსა, სადაც მმართველი გუნდი საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. შეგახსენებთ, ანგარიშის მიხედვით, მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში, საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა.

მსგავსი