ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა – პოლიტიკური შეფასებები

15:08, 15.03.2026

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული რეკომენდაციები რამდენიმე დღეა შეფასებების თემაა პოლიტიკოსებში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასკვნა უკიდურესად მძიმეა და თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, არ არის გამორიცხული საქმე ჰააგამდე მივიდეს. თუმცა კითხვაზე, უნდა შესრულდეს თუ არა რეკომენდაცია გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმების შესახებ- ოპოზიციას ცალსახა პასუხი არ აქვს.  უმრავლესობა კი რეკომენდაციებს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებს და დასკვნაში მოყვანილ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

მსგავსი