ეუთო-ს მინისტერიალი

უკრაინის ომის დაწყებიდან ცხრა თვის თავზე არსებული მძიმე გამოწვევები ამჯერად პოლონეთში განიხილეს.

ეუთო-ს მინისტერიალი დასრულებულია. მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე საჭიროა ეუთო-ს გაძლიერება და ერთობლივი მოქმედება – ძირითადად ასეთი გზავნილები ისმოდა ლიდერების გამოსვლებში. მოსკოვის მწვავე კრიტიკის ფონზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნა იყო, რასაც ეუთო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საუბრის დროს არაერთხელ ახსენეს საქართველო, მათ შორის ეუთო-ში ამერიკის ელჩმა, რომელიც „მოამბემ“ ჩაწერა. 2008 წლის აგვისტოს ომის გახსენების დროს მაიკლ კარპენტერი საერთაშორისო საზოგადების მაშინდელ არაეფექტურ რეაქციაზე მიუთითებს.