ეუთო-ს მინისტერიალი

ეუთო-ს 29-ე მინისტერიალს თავმჯდომარე ქვეყანა, პოლონეთი მასპინძლობს. მინისტრების შეხვედრა ცოტა ხანში ქალაქ ლოძში დაიწყება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხი იქნება. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოც. საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე პოლონეთშია. ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.