ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან

ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაცაიო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ჰელგა მარია შმიდი ამერიკის ელჩთან ერთად, ციცაგიანთკარში ჩავიდა. სოფელში მცხოვრები 114 ოჯახისთვის წყალმომარაგების სისტემა მოეწყო. პროექტი ეუთო-ს, იუესაიდისა და იტალიის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა. მაღალი რანგის სტუმრებმა პროექტის მნიშვნელობასა და ადგილობრივების პირობების გაუმჯობესებას გაუსვეს ხაზი.