ამ წუთებში პორტუგალიის ქალაქ პორტოში ეუთო-ს გენერალური ასამბლეის პლენარული სესია მიმდინარეობს. სესიაზე დღეს მოხსენებით ქართული დელეგაციის წევრები – მაია ბითაძე და ლევან მახაშვილი წარსდგნენ.
„დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში. ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაია ბითაძის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. სიტყვით გამოვიდა ევროინტეგრაციის კომიტეტებს თავმჯდომარეც, ლევან მახაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.