ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელ „იქსში“ ეხმაურება. „ქართველები კვლავ ხმამაღლა და ნათლად გამოხატავენ თავიანთ აზრს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპისა და დემოკრატიისთვის ზურგის შექცევის შესახებ“, – წერს ის და აქციის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.