ესტონეთის პრეზიდენტის პროგნოზი
ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მიერ ესტონეთის წინააღმდეგ აგრესიის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორი იქნება ვითარება 5, 10 ან 15 წლის შემდეგ. ალარ კარისის თქმით, ესტონეთი ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. მისი განცხადებით, ესტონეთს უკვე ჰყავს მომზადებული სამხედრო რეზერვი და თავდაცვის კავშირი, თუმცა, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრები არ არის. ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი „ძალიან სუსტ პოზიციაშია“, თუმცა, მომავალში ვითარება შეიძლება შეიცვალოს.