„ესტონეთი -ინოვაციური პლათფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“ - ბიზნესკონფერენცია

ინდუსტრიული მრეწველობა, IT ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა – ამ სფეროებში ესტონეთის გამოცდილება, დღეს 50-მდე ქართველ ბიზნესმენს ესტონურმა კომპანიებმა კონფერენციაზე გაუზიარეს. ქართული ბიზნესსექტორი ასევე გაეცნო ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალს. “ესტონეთი – ინოვაციური პლათფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის” ამ სახელწოდების ბიზნეს კონფერენციას, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ასევე საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის და ევროკავშირ – საქართველოს ბიზნეს – საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.