ესპანეთში დაკავებულების საქმე

ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული საქართველოს მოქალაქეებიდან სასამართლომ 11 პირი გაათავისუფლა. დანარჩენების საქმეები კი კვირის ბოლომდე განიხილება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირები, რომლებსაც გამოძიება ბინების ქურდობასა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს ედავება, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი შეტანილი აქვთ, ამ დრომდე ისევ სკოლის შენობაში იმყოფებიან და პასუხს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბარსელონაში 4 აპრილს ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა. პოლიციამ სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე დააკავა, რომელთაც ბრალად საცხოვრებელი ბინების გაქურდვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.

საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის საქართველოს 41 მოქალაქე აიყვანეს, რომელთა დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე თავისუფალია.