ესპანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. სოციალისტი პედრო სანჩესი სარსუელას სასახლეში ფიცის დასადებად მივიდა. 46 წლის სანჩესმა აღნიშნულ თანამდებობაზე ესპანეთის „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მარიანო რახოი შეცვალა. ესპანეთის მეფის წინაშე სანჩესმა ფიცი დადო, რომ მზად არის, როგორც პრემიერი, სახელმწიფოს ინტერესებს ემსახუროს.
1-ელ ივნისს ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობამ მარიანო რახოის უნდობლობა გამოუცხადა. მის წინააღმდეგ ხმა 176-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო პედრო სანჩესის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მხარი 180 დეპუტატიდან 84-მა დაუჭირა.