ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია – საფეხბურთო ნაკრებმა ეს ტიტული 16 წლის შემდეგ მეორედ მოიპოვა.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს მუნდიალის ორი ფავორიტი გუნდი დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. 90 წუთის განმავლობაში არცერთი გოლი და დამატებითი დრო – ევროპის არაერთგზის ჩემპიონმა ესპანეთმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს გადამწყვეტი გოლი 106-ე წუთზე გაუტანა და მეორე ვარსკვლავი მიიღო. დამატებით ტაიმებში არგენტინა 10-კაციანი შემადგენლობით თამაშობდა.
ფინალური თამაში ნიუ ჯერსიში, „მეთ ლაიფის“ სტადიონზე გაიმართა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავისთვის, ლიონელ მესისთვის გუშინდელი დაპირისპირება დიდი ალბათობით, არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი იყო.
ერთთვიანი საფეხბურთო დღესასწაულის ფინალი, ზეიმი ესპანეთის ქალაქებში და პირველი ემოციები მატჩის შემდეგ – ნახეთ ნინო გაბელიას რეპორტაჟში.