ესპანეთის პრემიერი გადადგომას არ გეგმავს

23:18, 29.04.2024

ხუთდღიანი ფიქრის შემდეგ ესპანეთის პრემიერის გადაწყვეტილება ცნობილია.

პედრო სანჩესი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამ პოზიციას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერი აქცია. პოსტზე საკუთარი უფლებამოსილება სანჩესმა მას შემდეგ შეიზღუდა, რაც მისი მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორუფციულ გარიგებებში სდებენ ბრალს. მთავრობის ხელმძღვანელი მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. სანჩესის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა. ოპოზიცია პრემიერის გადადგომას ელოდა.

მსგავსი