ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება

ესპანეთის პრემიერი ისრაელს მოუწოდებს, განმარტოს საჰაერო თავდასხმის გარემოებები, რომლის დროსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ამასთან, პედრო სანჩესმა იორდანიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას ივლისამდე აღიარებს. ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სჯერა, რომ მალე შეიქმნება „კრიტიკული მასა“ ევროკავშირში, რომელიც აიძულებს რამდენიმე წევრ ქვეყანას, მიიღონ იგივე პოზიცია. პედრო სანჩესი იორდანიის შემდეგ კატარსა და საუდის არაბეთში ჩავა.