ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ხაენში გამართავს.

ქართველი კალათბურთელების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი იქნება. ტრავმის გამო დღევანდელ თამაშს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია გამოტოვებს.

შეგახსენებთ, პირველ ტურში ქართველებმა შინ უკრაინა 88:83 დაამარცხეს, ესპანელებმა კი სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას 94:65 აჯობეს.

საქართველო-ესპანეთის მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.