ესპანეთი: მატარებლების შეჯახების ადგილზე სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)
ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, ესპანეთში, ტოლედოს მახლობლად ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 68 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.
ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8:30 საათზე, ტოლედოს სამხრეთით, ლოს-იბენესსა და ურდას შორის მოხდა, როდესაც მატარებლები მადრიდსა და სევილიას შორის გადაადგილდებოდნენ.
ოფიციალური ანგარიშების თანახმად, კომპანია Iryo-ს მატარებელში 146 მგზავრი იმყოფებოდა (მათ შორის, ერთი ჩვილი), ხოლო Renfe-ს მატარებელში – 397 მგზავრი.
მადრიდსა და ანდალუსიას შორის არსებულ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის (Guardia Civil) განცხადებით, სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოებში დასახმარებლად, კატასტროფის ადგილზე 300 თანამშრომელი გაიგზავნა.