ესპანეთი გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას მსოფლიოდან 70-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან. სევილიაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. დღეს მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა გენერალურ დებატებზე, სადაც ის ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გაამახვილებს, მათ შორის საქართველოს როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. მინისტრი მის სიტყვაში აქცენტს ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში გატარებულ რეფორმებზეც გააკეთებს. ისაუბრებს შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთანაც.