თავდაცვის ძალებისა და შსს წარმომადგენლებმა „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის ძალებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები, ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს. „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა შავ ზღვაშიც. სიმულაციური სცენარის მიხედვით, თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში სინქრონიზებულად აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. „დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას.