ერთობლივი სამხედრო წვრთნები

18:21, 09.03.2025

სამხედრო ნდობის გაღრმავების მიზნით რუსეთი, ირანი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. წვრთნები სავარაუდოდ ხვალ, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტში – ჩაბაჰარში დაიწყება. როგორც ცნობილია, წვრთნები მოიცავს საზღვაო სამიზნეებზე დარტყმებს, ზიანის კონტროლსა და ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სასწავლო კურსებს. რუსეთი, ჩინეთი და ირანი მსგავს წვრთნებს ყოველწლიურად ატარებენ. ერთობლივი წვრთნები ბოლოს გასულ წელს, ომანის ყურეში ჩატარდა.

მსგავსი