ერთობლივი განცხადება

12:21, 28.01.2025

გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს აჭარაში მოქმედი სამი პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, დაკავებული ჟურნალისტის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოახდინონ უფრო ეფექტური რეაგირება, რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს.  მზია ამაღლობელი მე-17 დღეა საპატიმროში შიმშილობს.

მსგავსი