ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია იკრძალება

12:20, 01.04.2026
დღეიდან სურსათისთვის განკუთვნილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალა. საუბარია ჩანგლებზე, დანებზე, კოვზებზე, ჩხირებზე, თეფშებზე, საწრუპებზე, ასევე სასურსათო კონტეინერებსა და ჭიქებზე. პირველი აპრილიდან ასევე ძალაში შედის პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება.
მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა – 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმას.

მსგავსი