იანვრიდან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის გამოყენება შეიზღუდება. საუბარია დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე და ტეფშებზე. „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ ხელმძღვანელის განცხადებით, წყლის გაყიდვა უნდა იყოს არა პლასტიკის ერთჯერადი მოხმარების, არამედ მრავალჯერადი, რეციკლირებადი პლასტიკის ბოთლებით. პლასტიკატის ალტერნატივად ქაღალდი და მუყაო განიხილება.