ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა
გამრეკელის ქუჩაზე, 18 ოჯახი ახალ კორპუსში იცხოვრებს. ახალი საცხოვრებელი სივრცე ამ მისამართზე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში აშენდა. ამ ადგილზე ოთხსართულიანი ავარიული შენობა იდგა. პროექტის განხორციელება ორი წლის წინ დაიწყო. ძველ მისამართზე, ახალი ბინების გასაღებები ოჯახებს დღეს თბილისის მერმა გადასცა. პროექტის საერთო ღირებულებამ 6 700 000 ლარი შეადგინა.