„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის წევრის სტატუსით დეკლარაციების შევსებაზე უარს აცხადებენ. ამ მოთხოვნით მათ ანტიკორუფციულ ბიუროს წერილობით მიმართეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი მზად არიან, საჯარო გახადონ მათი დეკლარაციები სხვა ფორმატში, თუმცა, არა პარლამენტის წევრის სტატუსით, ვინაიდან ისინი თავს პარლამენტის წევრებად არ მიიჩნევენ.