„ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

სოციალური დახმარება, დაბალი პენსია, ახალგაზრდებისაგან დაცარიელებული ქალაქები, უმუშევრობა – ეს ის საკითხებია, რაზეც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, ბაღდათსა და წყალტუბოში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ისაუბრა. ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და პრობლემების მოგვარების საკუთარი ხედვა გააცნო. შეხვედრას აფხაზეთიდან წყალტუბოში ჩასახლებული დევნილებიც დაესწრნენ.