საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარაშვილი საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსა და ელჩს მიმართავს. შაქარაშვილი ითხოვს საელჩომ დააფიქსიროს პოზიცია მაკკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ლორა თორტონის განცხადებაზე, სადაც ის ამერიკის 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადესა და კრიმინალს უწოდებს. მისივე თქმით, თუ საელჩო საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებს, ისინი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ.