„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისს „ღირსების ანტისაოკუპაციო მარშს“ აანონსებს. პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე, სადაც აქციის შესახებ თქვეს, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც ლაშა ფარულავამ განმარტა, 7 წლის შემდეგ, რუსული გავლენები საქართველოში უფრო გაზრდილია და საჭიროა ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს 20 ივნისს 19:00 საათზე, ფილარმონიასთან დაგეგმილ მარშს შეუერთდეს.