ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო.

აპლიკანტები ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.

გარდა ეროვნული გამოცდებისა, რეგისტრაცია ასევე გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო  და მასწავლებელთა საგნის გამოცდებისათვის.

პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანი იქნება და რეგისტრაცია 30 მარტს, 18:00 საათზე შეწყდება, თუმცა, აბიტურიენტებს პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნებათ.