ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

კორონავირუსის გამო 20-მდე აბიტურიენტმა გამოცდაზე მისვლა ვერ მოახერხა. შარშანდელისგან გასხვავებით, მათ გამოცდების გადატანის საშუალება ექნებათ. ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ორ სესიად წარმართულმა პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. იყო დაგვიანების ექვსი შემთხვევა, რის გამოც აბიტურიენტები გამოცდებიდან მოხსნეს.

საქართველოს მასშტაბით გახსნილ 25 საგამოცდო ცენტრში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს.