ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, გამოცდებისთვის 3 აპრილამდე დარეგისტრირდნენ.

ძირითადი ეტაპისთვის რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი და მიუთითოს ქალაქი. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, ქალაქის შესახებ ინფორმაცია ვერ შეიცვლება. მეორე ეტაპი კი, 7 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესაძლებელია საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, დღეს რეგისტრაციის სტატისტიკაც წარადგინა.

დატოვე კომენტარი