ევროკავშირის სამიტზე გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საქართველო ევროგაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსს. სამიტამდე ერთი თვე რჩება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველა ქმედით ნაბიჯს დგამს, რომ საქართველომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა აცხადებენ, რომ ოპონენტები ეროვნულის ნაცვლად, ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ და ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნურად ქმნიან დაბრკოლებებს.
ოპოზიციური სპექტრი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებული განცხადებებით, ევროკავშირის გზაზე ქვეყანას თავად უქმნის საფრთხეს.