ერთი ექთნის იმედად დარჩენილი 11 სოფელი

ტანას ულამაზესი ხეობის 11 მაღალმთიან სოფელს ერთი ექთანი ემსახურება. თეა სომხიშვილი სოფელში ქალაქიდან დაბრუნდა საცხოვრებლად და უკვე ხუთი წელია ექთნად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია ტრანსპორტი, პაციენტების დახმარება დღის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მანძილზე უწევს. 11 მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებისთვის ის უკვე არა მხოლოდ ამბულატორიის თანამშრომელი, არამედ ოჯახის საიმედო წევრია.