თურქეთში ხვალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის მოქმედი – რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავარი მოწინააღმდეგე, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჯდაროღლუ, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრა გამართა.
წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ქილიჩდაროღლუ ერდოღანს მცირედით უსწრებს. იმ შემთხვევაში თუ პირველი ტურის შედეგად გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდება. არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
ლევან ახალაია იმყოფება სტამბოლში და მას პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ – როგორია წინასაარჩევნო გარემო თურქეთში?