ერთი დღე ისტორიულ მატჩამდე – 18 ივნისი, 20:00 საათი, დრო, რომელსაც, ახლა მთელი საქართველო განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. ხვალ დორტმუნდში საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ის ფარგლებში თურქეთს დაუპირისპირდება. ნაკრების ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარეს, შემდეგ კი მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
დორტმუნდში იმყოფებიან ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრებს ხვალ „სიგნალ იდუნა პარკის“ ტრიბუნებიდან გაამხნევებენ, მანამდე კი, 14:00 საათზე „ვესტპარკში“ შეიკრიბებიან და სტადიონისკენ მსვლელობას მოაწყობენ.
დორტმუნდში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ღუდუშაურს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, სულ უფრო ცოტა დრო რჩება საქართველოს ნაკრების პირველ მატჩამდე – როგორი განწყობაა გუნდში და რა მოლოდინი აქვთ გულშემატკივრებს.