„ერთად ევროპისკენ“ - „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეგიონული ტური

„ერთად ევროპისკენ“ – ამ სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ ქვეყნის მასშტაბით ტურს იწყებს. პარტიის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ, რა დროსაც ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრებენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს პროცესი მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ასევე ევროპელი კოლეგებისთვის, რათა ნახონ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ევროინტეგრაციის პროცესს.