ერთა ლიგა 2026/2027

21:52, 18.09.2026

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიული გამარჯვების განმეორების შანსი აქვს.

ეროვნული გუნდი ევრო 2028-ის საგზურის მოსაპოვებლად ემზადება. უეფა-ს ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშება იწყება. ფეხბურთელები სამ დღეში თბილისში შეიკრიბებიან. ერთა ლიგის ახალ სეზონს ნაკრები B დივიზიონში იწყებს. პირველი საფეხბურთო შეხვედრა 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გაიმართება. მომდევნო მატჩი კი უკრაინასთან შედგება. ოქტომბერში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჯერ უნგრეთს, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. ყველა მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მზადება უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის – ნახეთ ლევან ღუდუშაურის სიუჟეტში.

 

მსგავსი