ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საიუბილეო კონცერტი 

გამორჩეული თარიღი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის არსებობის ისტორიაში. ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრს 100 წელი შეუსრულდა. იუბილისადმი მიძღვნილი საღამოები გრძელდება. სიმფონიური მუსიკის კონცერტებში ცნობილი ქართველი და უცხოელი დირიჟორები და სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას.

21 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი საუკუნოვანი ისტორიის მქონე სიმფონიური ორკესტრის იუბილესთან ერთად, გია ყანჩელის 90 წლის იუბილესაც ეძღვნება. შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის მესამე სიმფონია. კონცერტების სერია 5 დეკემბერს დასრულდება.