ეროვნული კინოცენტრის ჟურნალის პრეზენტაცია

ეროვნული კინოცენტრის ჟურნალის „ფილმ პრინტის“ 22-ე ნომრის პრეზენტაცია. შეჯამებულია 2018  წლის მნიშვნელოვანი კინომოვლენები. ნომერში ახალ ქართულ ფილმებზე, რეცენზიებსა და ქართველ რეჟისორებთან თუ მსახიობებთან ინტერვიუებს წაიკითხავთ.

ეროვნული კინოცენტრი კინოჟურნალს 2011 წლიდან გამოსცემს. „ფილმ პრინტი“ უფასოდ ვრცელდება ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.