ეროვნული გვარდიის 34 წლის იუბილე

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა.

გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე მათ დაღუპული გვარდიელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „თეთრი გიორგი“ და საშტატო იარაღებითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლით დასრულდა.