ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში

ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას მიმდინარე წელსაც განარძობს.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილეს. დეპუტატებს ინფორმაცია ნათია თურნავამ მიაწოდა. კანონმდებლების შეკითხვები   ინფლაციასთან დაკავშირებულ რისკებს და ფულადი რეზერვების მოცულობას შეეხებოდა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, ფულადი რეზერვების და ინფლაციური რისკების ეფექტური მართვა ეროვნული ბანკის მთავარი პრიორიტეტია. დაბალ-ინფლაციური გარემო ნარჩუნდება, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა კი ოთნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სავალუტორ ფონდის პროგრამა საქართველოში შეჩერებულია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლილას ყურადღება გაამახვილა ფონდის წარმომადგენლების თბილისში დაგეგმილ ვიზიტზე.