ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმაურიანი მოსმენა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა მწვავე კითხვების და კრიტიკის ფონზე წარიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გვენეტაძის მუშაობა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და მას გადადგომისკენ მოუწოდეს.