ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ფინანსთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

12:15, 14.04.2026

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი, ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს შეხვდებიან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.

ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაშიც, რომლის წლევანდელი თემა – პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება. ასევე, პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.

მსგავსი