დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს მოისმენენ. დოკუმენტს დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარუდგენს. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა. ინფლაცია 2025 წელს 4 პროცენტი დაფიქსირდა, 2025 წელს ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვნად შეევსო საერთაშორისო რეზერვები. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება – 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.