ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში

პარლამენტში ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს უსმენენ. ნათია თურნავას შეფასებით, ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ფარგლებშია, რამაც 2024 წელს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა, მონეტარული პოლიტიკა შეერბილებინა. ამის ფონზე საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას. თურნავამ, ანგარიშის წარდგენისას საერთაშორისო რეზერვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაა საერთაშორისო რეზერვების დაგროვება.