ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ფინანსური სტაბილურობის კონტექსტში დღეს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მარეგულირებელმა კომერციულ ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზედა ზღვარი 5%-ით, 25%-დან 20%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ნაბიჯით, კომერციულ სექტორს ექნება შესაძლებლობა მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხები შედარებით დაბალ პროცენტში მისცენ. ამასთან, სებ-ი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, პირველი ივლისიდან   უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 750 000-დან 1 000 000 ლარამდე ზრდის.