ეროვნული არქივის უნიკალური კოლექცია 

ეროვნული არქივი საიუბილეო თარიღს პანდემიის გამო შეცვლილი ფპრმატით აღნიშნავს. საცავში დაცული და უნიკალური ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტო-აუდიო-ვიდეო და ხელნაწერი მასალები ციფრულ მატარებლებზე გადაიტანეს და დღეიდან ეს მემკვიდრეობა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია. ფონდებში დაცული საარქივო მასალები და რარიტეტული ჩანაწერები ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე განთავსდა.

ეროვნული არქივის შექმნაში თავის დროზე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ექვთიმე თაყაიშვილმა. ის მაშინდელ მთავრობას დაგროვილი უნიკალური დოკუმენტების შესანახად  შენობის გამოყოფას სთხოვდა.

ქართველი მეფეების პირადი დოკუმენტები და  წყალობის სიგელები.  უნიკალური ნახატები, ფოტოები და რუკები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საარქივო მასალებისა,  რისი ნახვაც უკვე ონლაინ-სივრცეში შეგიძლიათ.