ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, რადგან ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, – ამის შესახებ პრემიერმა, საქართველოს პირველ არხს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა გაიმართა. კობახიძის თქმით, ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქეს.