ეროვნულ არქივს 1918-1921 წლების დიპლომატიური მიმოწერის არქივი გადაეცა

15:33, 18.03.2025

იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ბეგი თავართქილაძის თაოსნობით, საქართველოს ეროვნულ არქივს 1918-1921 წლებში დიპლომატიური მიმოწერის არქივი გადაეცა. არქივი დაახლოებით 400-მდე დოკუმენტს მოიცავს და იგი ხუთენოვანია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში არქივის გადაცემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და არქივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა,  დამსწრე პროფესორებმა და აკადემიკოსებმა.

მსგავსი