ერევანში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქებისას რვა ადამიანი დაშავდა

აფეთქება ერევანში. შემთხვევა ცენტრში მდებარე სწრაფი კვების ობიექტში Burger King-ში  მოხდა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 8-ადამიანი დაშავდა. მათი ასაკი 6-დან 24 წლამდეა. მათ შორის რუსეთის ორი და ასევე, ირანის ორი მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით, რესტორანში გაზის ავზი აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.