ერევანი ფრანკოფონიის რიგით მე-17 სამიტს უმასპინძლებს

11-12 ოქტომბერს ერევანი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მე-17 სამიტს უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. ტიგრან ბალაიანის თქმით, სომხურმა მხარემ უკვე მიიღო დასტური იმის შესახებ, რომ სამიტს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ფრანკოფონიის ორგანიზაციაში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი აქვს.

მეზობელი ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონული მნიშვნელობის ეკონომიკური ფორუმიც.

საერთო ჯამში ერევანი 5000-მდე სტუმარს ელოდება.